რეკორდი ქარის ენერგიის წარმოებაში

ქარისგან ელექტრო ენერგიის წარმოებამ იანვარში ისტორიაში პირველად თვიურ ბაზაზე 10%-ს გადააჭარბა

1589155
რეკორდი ქარის ენერგიის წარმოებაში

რეკორდი ქარის ენერგიის წარმოებაში.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფათიჰ დონმეზმა, განაცხადა, რომ ქარისგან ელექტრო ენერგიის წარმოებამ იანვარში ისტორიაში პირველად თვიურ ბაზაზე 10%-ს გადააჭარბა.

დონმეზმა „თვითერით“ გაკეთებულ განაცხადებაში აღნიშნა: ”ჩვენი ქარი რეკორდებით ქრის 2021 წელსაც. ისტორიაში პირველად, ქარისგან ელექტროენერგიის წარმოებამ ყოველთვიურ ბაზაზე 10 პროცენტს გადააჭარბა. იანვარში წარმოებული ელექტროენერგიის 10,7% ანატოლიის გრილი ქარებისგან მივიღეთ.“

თურქეთის ქარის სიმძლავრემ 7 იანვრისთვის 9 ათას 7 მეგავატი შეადგინა.


საკვანძო სიტყვები: #ქარის ენერგია , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები