დიდ ბრიტანეთში ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული დაავადებების გამო სიკვდილიანობა გაიზარდა

დიდ ბრიტანეთში ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული დაავადებების გამო სიკვდილიანობა გაიზარდა

1586297
დიდ ბრიტანეთში ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული დაავადებების გამო სიკვდილიანობა გაიზარდა

დიდ ბრიტანეთში აღმოჩნდა, რომ ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული დაავადებების გამო სიკვდილიანობამ გადააჭარბა თამბაქოს მოწევით გაოწვეული დაავადებებით გარდაცვალების რაოდენობას.
გლაზგოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს 192 239 ბრიტანელ და შოტლანდიელთა ჯანმრთელობის მონაცემები 2003 – დან 2017 წლამდე.

დადგინდა, რომ ამ პერიოდში თამბაქოს მოწევის გამო სიკვდილიანობა 23,1 პროცენტიდან 19,4 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო სიმსუქნისა და ჭარბი ცხიმის გამო სიკვდილიანობა 17,9 პროცენტიდან 23,1 პროცენტამდე გაიზარდა.

კვლევის ავტორი, ჯილ პელი წერს: "მოწევა მრავალი წლის განმავლობაში იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციების მთავარი სამიზნე, რადგან ის არის თავიდან აცილებადი სიკვდილის ძირითადი მიზეზი. დიდ ბრიტანეთში მოწევა შემცირდა. მეორეს მხრივ, სიმსუქნე გაიზარდა."

პელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სიმსუქნე იწვევს კიბოსა და გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ამასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა იზრდება და სიმსუქნის წინააღმდეგ ეროვნული სტრატეგიების შემუშავება საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტი უნდა იყოს.


საკვანძო სიტყვები: #ჭარბწონიანობა , #დიდი ბრიტანეთი

მსგავსი ინფორმაციები