„Covid-19 პრობლემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება“

„Covid-19 პრობლემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება“

1585491
„Covid-19 პრობლემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება“

ახალი ტუპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ვაქცინის გამომგონებელმა, გერმანული კომპანია BioNTech-ის დამფუძვნებელმა პროფესორმა უღურ შაჰინმა განაცხადა, რომ ხსენებული ვირუსი მომავალი 10 წლის განმავლობაში ერთგვარ პრობლემად დარჩება. მისივე თქმით, ამ დროისათვის ვაქცინა 10 მილიონზე მეტ ადამიანს მიაწვდინეს, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

უღურ შაჰინმა ამის შესახებ მის მეუღლე ოზლემ თურეჯთან ერთად, მსოფლიო ბანკის საერთაშორისო სავალუტო ფონდის, თურქეთის თანამშრომელთა ასოციაციის მიერ გამართულ „საერთაშორისო თანამშრომლობა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში“ სახელწოდების პროგრამაში ვიდეოკონფერენციის მეთოდით მონაწილეობის დროს განაცხადა.

მან ასევე ხაზი გაუსვა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და დაამატა: „ცხადია, რომ ეს ვირუსი დარჩება ჩვენთან ერთად. ეს არ არის მხოლოდ 2021 და 2022 წლების დროებითი პრობლემა. ეს გამოწვევაა შემდეგი 10 წლის განმავლობაში.“


საკვანძო სიტყვები: #ოზლემ თურეჯი , #უღურ შაჰინი , #Covid-19

მსგავსი ინფორმაციები