“ულაყი“ ზღვაში ჩაუშვეს

იგი არის პირველი თურქული უპილოტო საზღვაო გემი

1582434
“ულაყი“ ზღვაში ჩაუშვეს

 

თურქეთის თავდაცვის მრეწველობის კომპანიების, ARES/არესის და Meteksan/მეტექსან-ის ერთობლიობით შექმნილი პირველი შეიარაღებული უპილოტო საზღვაო გემი (SİDA) სახელწოდებით “ULAQ/ულაყი, რომლის შექმნაზეც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ, ცერემონიით იქნა ჩაშვებული ზღვაში და დღეიდან დაწყებული რამოდენიმე დღის განმავლობაში იგი საცდელ კრუიზებს განახორციელებს. SİDA დამზადებულია მოწინავე კომპოზიტური მასალისგან, რომლის კრუიზის მანძილია 400 კილომეტრი, სიჩქარე  საათში 65 კილომეტრია, აქვს როგორც დღე-ღამის ხედვის შესაძლებლობა, ასევე ეროვნული დაშიფრული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაც. SİDA, სამხედრო მისიების შესასრულებლად  შეიძლება გამოყენებულ იქნას სახმელეთო მობილური მანქანებიდანაც, შტაბის სარდლობის ცენტრიდანაც და მცურავი პლატფორმებიდანაც. ულაყს შეუძლია ასევე სადაზვერვო და სამეთვალყურეო საქმიანობები, წყლის ზედა და ასიმეტრიული ომები, შეიარაღებული ესკორტი, საზღვაო ძალების დაცვა, სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოება და ა.შ. თურქეთის პირველი შეიარაღებული უპილოტო გემი აღჭურვილია ეროვნული ლაზერული მართვადი რაკეტებით, ლაზერული მართვადი შორმანძილიანი რაკეტებით და ტანკსაწინააღდეგო სისტემით

 



მსგავსი ინფორმაციები