მთვარის ზედაპირზე, რომელიც მზის მხარეს არის, წყალი აღმოაჩინეს

მთვარის ზედაპირზე, რომელიც მზის მხარეს არის, წყალი აღმოაჩინეს

1516557
მთვარის ზედაპირზე, რომელიც მზის მხარეს არის, წყალი აღმოაჩინეს

მთვარის ზედაპირზე, რომელიც მზის მხარეს არის, წყალი აღმოაჩინეს.

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის (NASA) მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „ინფრაწითელი ასტრონომიის სტრატოსფეროს ობსერვატორიამ პირველად დაადასტურა წყლის არსებობა მთვარის მზიან ზედაპირზე. ეს აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ წყალი შეიძლება მთვარის ზედაპირზე იყოს მიმოფანტული და არ შემოიფარგლოს ცივი და ჩრდილიანი ადგილებით. ”

კოლორადოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკის პროფესორმა პოლ ჰეინემ და მისმა გუნდმა, ნასას თანამგზავრის მიერ გადაღებული კამერის სურათებისა და ტემპერატურის გაზომვების შედეგად განაცხადეს, რომ ყინულის მასებს დაახლოებით 40,000 კვადრატული კილომეტრი უკავია, ან მთვარის ზედაპირის დაახლოებით 0,1 პროცენტი.

"ჩვენ ვხედავთ მილიარდობით ამ ადრე აღმოუჩენელ ყინულის აუზებს. ეს იძლევა ყინულის უფრო ადვილად მოპოვების შესაძლებლობას. ვფიქრობთ, რომ ეს რევოლუციურია იმ თვალსაზრისით, რა დასჭირდებათ ასტრონავტებს მთვარეზე."-  განაცხადა ჰეინემ

ნასა პროგრამის "არტემისის" ფარგლებში გეგმავს 2024 წელს მთვარის ზედაპირზე ერთი კაცი და ერთი ქალი ასტრონავტის გაგზავნას.


საკვანძო სიტყვები: #მთვარე , #წყალი , #ნასა

მსგავსი ინფორმაციები