მეცინერებმა თავის ქალაში ახალი ორგანო აღმოაჩინეს

მეცინერებმა თავის ქალაში ახალი ორგანო აღმოაჩინეს

1513326
მეცინერებმა თავის ქალაში ახალი ორგანო აღმოაჩინეს

მეცნიერებმა თავის ქალაში აღმოაჩინეს ორგანო, რომელიც მანამდე არ იყო იდენტიფიცირებული. ჟურნალში „რადიოთერაპია“ და „ონკოლოგია“ გამოქვეყნებულ სტატიაში აღინიშნა, რომ მეცნიერებმა ადამიანის სხეულის ქსოვილები მაღალი რეზოლუციის აპარატზე სკანირების დროს აღმოაჩინეს თავის ქალაში მსხვილი სანერწყვე ჯირკვლების წყვილი, რომლებიც ცხვირის ღრუს და ყელს ხვდება.

მკვლევართა გუნდიდან, ნიდერლანდების კიბოს ინსტიტუტის ექიმი მათიუშ ვალსტარი საკითხთან დაკავშირებით აცხადებს: „ნებისმიერ თანამედროვე ანატომიურ წიგნში სანერწყვე ჯირკვლების მხოლოდ სამი ძირითადი ტიპი არსებობს: ყურებთან, ნიკაპთან და ენის ქვეშ. ახლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ არის მეოთხეც. შესაძლოა ეს მეოთხე სხვა რომელიმეს დაზიანების შემთხვევაში „სარეზერვო ორგანო“-ს ფუნქციას ასრულებდეს.“



მსგავსი ინფორმაციები