Sky News: „თურქი ჯანდაცვის პერსონალები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დეტექტივების მსგავსად მუშაობენ“

Sky News: „თურქი ჯანდაცვის პერსონალები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დეტექტივების მსგავსად მუშაობენ“

1467372
Sky News: „თურქი ჯანდაცვის პერსონალები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დეტექტივების მსგავსად მუშაობენ“

ბრიტანული გამოცემა Sky News-ი თურქეთის მხრიდან კოვიდ-19-ის წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ თურქი ჯანდაცვის პერსონალები პანდემიის წინააღმდეგ დეტექტივების მსგავსად მუშაობენ. გამომცემლობა ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ თურქი ჯანდაცვის პერსონალი კორონავირუსით  დაინფიცირებულ პაციენტის არა უგვიანეს, ორ კვირიან წარსულსაც იკვლევენ და თუ სად იმყოფებოდა და ვისთან ჰქონდა შეხება, ყველაფერს ადგენენ. ეს კი, კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მნიშვნელოვანია.

„თურქეთის მიერ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის ფარგლებში შემუშავებული მრავალმხრივი მკურნალობა, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მნიშვნელოვანი და წარმატებული მეთოდი გამოდგა. თურქეთმა, ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სტამბოლში უმოკლეს ხანაში მაღალი დონის საავადმყოფოები ააშენა. ამან კი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“, ნათქვამია ბრიტანულ გამოცემა Sky News-ის მიერ, თურქეთის მხრიდან კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გატარებული ზომების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


საკვანძო სიტყვები: #ბრძოლა , #კორონავირუსი , #თურქეთი , #Sky News

მსგავსი ინფორმაციები