ელექტროავტომობილების გამომყენებელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა

ყველაზე მეტი ელექტროძრავიანი ავტომობილი ჩინეთმა გაყიდა

1436205
ელექტროავტომობილების გამომყენებელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა

2019 წელს, წინა წელთან შედარებით მსოფლიოს მასშტაბით ელექტროძრავიანი ავტომობილების გამომყენებელთა რიცხვი 40%-ით გაიზარდა და 2 მილიონ  100 ათასს მიაღწია. ბოლო მონაცემებით ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 7 მილიონ 200 ათასი ელექტროძრავიანი ავტომობილი გამოიყენება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო, (IEA) 2020 წლის გლობალური ელექტროავტომობილების  ამსახველ ანგარიშში აქვეყნებს. ამავე ანგარიშის მიხედვით გასულ წელს ყველაზე მეტი ელექტროძრავიანი ავტომობილი (1 მილიონ 60 ათასი) ჩინეთმა გაყიდა. ევროპაში კი ეს რიცხვი 561 ათასით შემოიფარგლება. რაც შეეხება აშშ-ს ეს რიცხვი 327 ათასს შეადგენს.



მსგავსი ინფორმაციები