შეიძლება სოციალური დისტანციის დაცვა საჭირო გახდეს 2022 წლამდე

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ შეიძლება სოციალური დისტანციის დაცვა საჭირო გახდეს 2022 წლამდე

1398695
შეიძლება სოციალური დისტანციის დაცვა საჭირო გახდეს 2022 წლამდე

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ შეიძლება სოციალური დისტანციის დაცვა საჭირო გახდეს 2022 წლამდე.

ჰარვარდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის მიმდინარეობის შესახებ ჩატარებული კომპიუტერული სიმულაციით გაკეთებული მოდელირების დეტალები ჟურნალ Scienc-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერების აზრით, თუ ვივარაუდებთ, რომ კოვიდ-19 უფრო ცივი თვეების განმავლობაში იქნება გადამდები, იმისთვის რომ 2022 წლამდე საავადმყოფოების გადატვირთვა არ მოხდეს, შესაძლოა სოციალური დისტანციის დაცვა პერიოდულად განმეორდეს და ერთჯერადი იზოლაცია ამ ვითარებას ვერ აღკვეთავს.

კვლევაში ასევე ერთ მოდელირებაში დაფიქსირდა, რომ უწყვეტი სოციალური დისტანცია ძალიან უშლის ხელს საზოგადოების იმუნიტეტის განვითარებას და ამ მხრივ იგი უარყოფითი მეთოდია.



მსგავსი ინფორმაციები