მოსკოვი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას აგრძელებს

“იარსი“-ს რაკეტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით განალაგებენ

1325733
მოსკოვი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას აგრძელებს

 

რუსეთი განაგრძობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ბალისტიკური რაკეტების განლაგებას. თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, “იარსი“-ს სახელწოდების ბალისტიკური რაკეტა, დედაქალაქ მოსკოვის დასავლეთით მდებარე  კალუგის რეგიონში, თავიანთი ბირთვული გადამზიდავებით, უკვე  განათავსეს ბუნკერებში. რუსეთმა, 1959 წლის 17 დეკემბერს შექმნა სტრატეგიული სარაკეტო ძალები და მის წლისთავზე გუშინ, ასტრახანის კაპუსტინ იარის პოლიგონზე, იარსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა რა, 60 კმ-ის დაშორებით მდებარე სამიზნე ზუსტად იქნა განადგურებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ბალისტიკური რაკეტების განლაგების ოპერაციები  2020 წელსაც გაგრძელდება და 2021 წლისათვის, რუსეთის სამხედრო რეგიონების ნახევარზე მეტში, იარსის ბალისტიკური სარაკეტო სისტემები იქნება განლაგებული



მსგავსი ინფორმაციები