კანადაში პირველმა მთლიანად ელექტრო კომერციულმა თვითმფრინავმა საცდელი ფრენა შეასრულა

კანადაში პირველმა მთლიანად ელექტრო კომერციულმა თვითმფრინავმა საცდელი ფრენა შეასრულა

1321754
კანადაში პირველმა მთლიანად ელექტრო კომერციულმა თვითმფრინავმა საცდელი ფრენა შეასრულა

კანადაში პირველმა მთლიანად ელექტრო კომერციულმა თვითმფრინავმა საცდელი ფრენა შეასრულა.

Harbour Air-ში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავის ძრავის მწარმოებელ კომპანია MagniX-ის და საზღვაო თვითმფრინავების ოპერატორ Harbour Air-ის პარტნიორობით ქალაქ ვანკუვერში წარმატებით ჩატარდა კომერციული საზღვაო თვითმფრინავის სატესტო ფრენა, რომლის ძრავაც ენერგიას მთლიანად ელექტროენერგიისგან იღებს და რომელსაც 6 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრენის შემსრულებელ თვითმფრინავს DHC-2 Beaver-ს 750 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავა ჰქონდა და ეს ისტორიული ფრენა ავიაციაში მესამე ეპოქის, ელექტრული ხანის დასაწყისის სიმბოლოა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საცდელი ფრენა არის პირველი ნაბიჯი მსოფლიოში პირველი ელექტრული თვითმფრინავის ფლოტის შექმნის საქმეში.

Harbour Air- ის მიზანია 2022 წლისთვის მისი მთელი ფლოტი ელექტრული თვითმფრინავებისგან შედგებოდეს.

საავიაციო სექტორი სათბურის გაზების ემისიების შემცირების მიზნით ელექტრონულ ძრავებზე გადასვლას ცდილობს, თუმცა ელექტრული თვითმფრინავების წარმოება, რომელსაც შეუძლია გრძელი დისტანციების დაფარვა, სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს.  



მსგავსი ინფორმაციები