კლიმატური ცვლილებები მსოფლიო მშვიდობას საფრთხეს უქმნის

კლიმატური ცვლილებები მსოფლიო მშვიდობას საფრთხეს უქმნის

1218044
კლიმატური ცვლილებები მსოფლიო მშვიდობას საფრთხეს უქმნის

10 წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მსოფლიო მშვიდობას. ავსტრალიის ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ყოველწლიური სამშვიდობო მოხსენებითი ანგარიშის  თანახმად, კლიმატის ცვლილების გამო შემცირებულმა  ბუნებრივმა  რესურსებმა    და მასობრივმა  მიგრაციამ   ქვეყნებს შორის კონფლიქტი შეიძლება გამოიწვიოს.  მათივე ანგარიშის მიხედვით, დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი გლობალური დათბობის მაღალი რისკის  რეგიონებში  ცხოვრობს რა, ამათგან 40%-ი ამჟამად კონფლიქტების არსებობის  ქვეყნებში ცხოვრობენ. საკითხთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის გენერალურმა  დირექტორმა,  მანიშ ბაპნამაც  და აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებები უახლოეს მომავალში  მსოფლიო მშვიდობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის და ამისათვის შესაბამისი ზომები დროულად არის მისაღები. 



მსგავსი ინფორმაციები