ფხენიანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

მისი ტექნიკური დეტალები უცნობია

1194919
ფხენიანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

 

ჩრდილოეთ კორეამ, კორეის ნახევარკუნძულის მოსაზღვრე ღია წყლებში მოკლე მანძილიანი  რაკეტები გამოსცადა. სამხრეთ კორეის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო იონჰაფის თანახმად, რომელიც ეყრდნობა გენერალური შტაბისგან მიღებულ ინფორმაციას, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა, აღმოსავლეთის ქალაქ ვონსანიდან რამდენიმე ახლო მანძილიანი რაკეტა გაუშვა ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე კორეის ყურისკენ. ამავე ინფორმაციით, რაკეტების ტესტირება ადგილობრივი დროით, დილის 09.06 საათზე განხორციელდა, თუმცა ამ რაკეტების ტექნიკური დეტალების შესახებ რაიმე ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ



მსგავსი ინფორმაციები