პუტინმა ეროვნული უშიშროების საბჭო მოიწვია

მან  კოსმოსური და სარაკეტო ინდუსტრიის მოდერნიზაცია მოითხოვა

1184776
პუტინმა ეროვნული უშიშროების საბჭო მოიწვია

 

კრემლის სასახლის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და კოსმოსურ-სარაკეტო ინდუსტრიის მოდერნიზაცია მოითხოვა.

"პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა გაიზარდოს კოსმოსური და სარაკეტო მრეწველობის მოდერნიზაცია და ამ თვალსაზრისით რუსეთმა გამოიყენოს ყველანაირი უპირატესობა", აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

რუსეთი, ხსენებულ სფეროებში ექსპორტის გაზრდასაც მთავარ მიზნად ისახავს.

2012 წელს მოსკოვმა აქტიურად დაიწყო ე.წ. "2013-2020 წლის კოსმოსური პროგრამის" შესრულება და ამ პროგრამის მიხედვით, რუსეთის კოსმოსურ-სარაკეტო ინდუსტრიის წარმოების მოცულობა 2020 წლისთვის გაორმაგდება, ხოლო გლობალური კოსმოსური ტექნოლოგიების წარმოებაში რუსეთის წილი 16 პროცენტით გაიზრდება.



მსგავსი ინფორმაციები