კონგოში ებოლას ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 698-მდე გაიზარდა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ივლისის ბოლოს დაწყებული ებოლას ეპიდემიის შედეგად ბოლო 4 დღეში 43 ადამიანი დაიღუპა

1182238
კონგოში ებოლას ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 698-მდე გაიზარდა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ივლისის ბოლოს დაწყებული ებოლას ეპიდემიის შედეგად ბოლო 4 დღეში 43 ადამიანი დაიღუპა, რითაც გარდაცვლილთა რიცხვი 698-მდე გაიზარდა.

კონგოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში დაწყებული და პროვინცია იტურში გავრცელებული ეპიდემიის შედეგად 1206 ჰემორაგიული ცხელების შემთხვევა დაფიქსირდა და მათგან 1140-ს ებოლას ვირუსი დაუდგინდა.  

ბოლო 4 დღეში 43 ადამიანი დაიღუპა რითაც 2018 წლის ივლისიდან დღემდე გარდაცვლილთა რიცხვი  698-მდე გაიზარდა. ვირუსის მატარებელი 358 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ებოლას ცენტრებში ამჟამად მკურნალობას 84 ადამიანი გადის.

რეგიონში 2018 წლის 8 აგვისტოს დაწყებული კამპანიის ფარგლებში 97 ათას 903 ადამიანს ვაქცინა გაუკეთდა.

უფლებამოსილთა განცხადებით , მოსახლეობა უარყოფს ებოლას ეპიდემიის არსებობას და აცრების არ ჩატარებისა და მკურნალობის კურსის არ გავლის გამო დაღუპვის შემთხვევები იზრდება.

ებოლამ პირველად 1976 წელში სუდანის ქალაქ ნზარაში და კონგოს ქალაქებში ერთდროულად გამოიწვია ეპიდემიები.

ებოლას ვირუსი 2013 წლის დეკემბერში დასავლეთ აფრიკაში გავრცელდა.

გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში 2014-2017 წლებში ეპიდემიით 30 ათასი ადამიანი დაავადდა და მათგან 11 თასზე მეტი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები