კლიმკინის თქმით, ევროპაში კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ აქციების უკან რუსეთი დგას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებში კლიმატის ცვლილებების გასაპროტესტებლად გამართული აქციების უკან რუსეთი დგას

1148095
კლიმკინის თქმით, ევროპაში კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ აქციების უკან რუსეთი დგას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებში კლიმატის ცვლილებების გასაპროტესტებლად გამართული აქციების უკან რუსეთი დგას.  

კლიმკინმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე „ევროპაში ახალგაზრდების კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების უკან დგას თუ არა რუსეთი“ განაცხადა : “დიახ, ნამდვილად“
 

კლიმკინის თქმით, მოსკოვის ხელისუფლება ევროპაში საფრთხის შემცველ ელემენტებს კვებავს და დაამატა: „რუსეთის მიზანია ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების და ევროკავშირის დასუსტება.“

გერმანის, ბელგიის ინგლისის და ჰოლანდიის მსგავს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ახლაგაზრდები ბოლო თვეებში ხშირად აწყობენ კლიმატის ცვლილებების  წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს.

განსაკუთრებით სოციალური ქსელებით ორგანიზებულ აქციებში ათი ათასობით ახალგაზრდა მონაწილეობს.
 



მსგავსი ინფორმაციები