ჩილეში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ჩილეში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

1080126
ჩილეში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ჩილეში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის (USGS) ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ იაკუკის ჩრდილო-აღმოსავლეთში 118 კილომეტრის დაშორებით მიწის ზედაპირიდან 91 კილომეტრზე მდებარეობდა.  

საღამო საათებში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია.


საკვანძო სიტყვები: #ჩილე , #მიწისძვრა

მსგავსი ინფორმაციები