არაბები ბირთვულ ენერგიაზე გადადიან

აგს-ში 1 რეაქტორის მშენებლობა დასრულდა

938766
არაბები ბირთვულ ენერგიაზე გადადიან

 

არაბთა გაერთიანებული საარაბეთისემიროების (აგს) საინფორმაციო სააგენტო WAM-ი იტყობინება, რომ ამ ქვეყანაში დასრულდა დაგეგმილი 4 ბირთვული რეაქტორიდან ერთის მშენებლობა და ამით  არაბეთის ნახევარკუნძულზე პირველი სახელმწიფო გახდა, რომელიც ბირთვულ ენერგიას ფლობს.

ოთხივე რეაქტორის მშენებლობა 20 მილიარდი დოლარი დაჯდება და იგი შენდება დედაქალაქ აბუ დაბიდან დასავლეთში მდებარე ქალაქ ბარაქაჰში.

პირველი რეაქტორის ექსპლოატაციაში გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მოონ ჯეი ინმა და აბუ დაბის მემკვიდრე პრინცმა მუჰამმედ ბინ ზაიედმა.

WAM-ის ცნობითვე მეორე რეაქტორის 92%-ი, მესამის 81%-ი და მეოთხე რეაქტორის 66%-ის მშენებლობა დასრულებულია და მათი ექსპლოატაციაში გადაცემის შემდეგ, ამ ქვეყნის ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების 27%-ი სწორედ ბირთვული რეაქტორებით იქნება უზრუნველყოფილი, რაც თანაფარდი იქნება 5600 მეგავატისა.

აგს-ს შემდეგ საუდის არაბეთიც გეგმავს ბირთვული რეაქტორების მშენებლობას



მსგავსი ინფორმაციები