ჩინეთმა ელექტრო თვითმფრინავი გამოსცადა

ჩინეთმა ელექტრო თვითმფრინავი გამოსცადა

839523
ჩინეთმა ელექტრო თვითმფრინავი გამოსცადა

ჩინეთმა პირველი ელექტრო თვითმფრინავის გაუმჯობესებული ვერსია პირველად გუშინ გამოსცადა. თვითმფრინავმა 45 წუთიანი ფრენის დრო ორ საათამდე გაზარდა.  ჩინეთის საერთაშორისო რადიოს ინფორმაციით, შენიანის ავიაციის უნივერსიტეტის მხრიდან დამზადებული ორ კაციანი RX1E-A სახელწოდების თვითმფრინავმა პირველი ფრენა უკვე განახორციელა. ახალი თვითმფრინავი, როგორც პილოტის ასევე მისი  უსაფრთხო დაშვებისთვის შესაბამისი პარაშუტითაც არის აღჭურვილი. აღნიშნულ თვითმფრინავს  საათში 160 კილომეტრი სისწრაფით შეუძლია ფრენა  და იგი ამჟამად პილოტების აღზრდის, ტურიზმის და საჰაერო ფოტოგრაფიის თვალსაზრისით უნდა იქნას გამოყენებული.



მსგავსი ინფორმაციები