Cassini-მ პლანეტა სატურნის განათების ხაზები გადაიღო

ეს სურათები NASA-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული

760188
Cassini-მ პლანეტა სატურნის განათების ხაზები გადაიღო

აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის სააგენტო, NASA-ს კუთვნილი სატურნის სადაზვერვო თანამგზავრმა Cassini-მ, ამ პლანეტის განათების ხაზები გადაიღო.

NASA-ს მიერ თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფოტო-ჩარჩოში ხსენებული პლანეტის განათების ხაზი ეკვატორული ღერძის მიმართ, სატურნის წრეების პერპენდიკულარულად გადახრილი კუთხით გადაღებული ჩანს.

სიბნელეში  დარჩენილი პლანეტის ნაწილში, საპირისპირო სინათლიდან გადაღებულ კვადრატში კი, სატურნის წრეები, როგორც ბნელი მუქი ხაზები, ისე გამოდიან წინა პლანზე.

ნასას ვებგვერდის ცნობითვე, ეს სურათი მიმდინარე წლის 31 მაისს, სატურნიდან დაახლოებით 1 მილიონი კმ-ის დაშორებით მდებარე მანძილიდან არის გადაღებული



მსგავსი ინფორმაციები