რუსეთი სირიაში დარჩენას სამუდამოდ აპირებს

იგი განუსაზღვრელი ვადით გამოიყენებს ჰიმეიმინის სამხედრო ბაზას

585508
რუსეთი სირიაში დარჩენას სამუდამოდ აპირებს

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, დუმამ დაამტკიცა კანონ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ სირიის ჰიმეიმინის სამხედრო ბაზის უვადოდ გამოყენებას.

2015 წლის 26 აგვისტოს მოსკოვსა და დამასკოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლითაც რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს და რუს სამხედროებს შეეძლებათ ხსენებული სამხედრო ბაზის  განუსაზღვრელი ვადით გამოყენება.

დუმას მიერ დამტკიცებულ კანონი რომ ძალაში შევიდეს, ახლა საჭიროა რომ იგი რამდენიმე დღის განმავლობაში მიღებულ იქნას რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციათა საბჭოს მხრიდანაც



მსგავსი ინფორმაციები