Solar Impulse 2 ფრენას განაგრძობს

ამჯერად იგი ესპანეთიდან ეგვიპტეში მიფრინავს

527310
Solar Impulse 2 ფრენას განაგრძობს

მზის ენერგიით მომუშავე თვითმფრინავმა, Solar Impulse 2-მა, რომელსაც ანდრე ბორშბერგი მართავს, მსოფლიო ტურის ფარგლებში მორიგი ეტაპის გაფრენა ესპანეთის ქალაქ სევილიიდან დაიწყო და ეგვიპტეში ჩაფრინდება.

თვითმფრინავმა სტარტი დილის 06:20 საათზე აიღო და 50 საათის შემდეგ ელიან მის კაიროში ჩასვლას.

როგორც ცნობილია, 2,3 ტონის სიმძიმის სოლარმა მსოფლიო ტური 2015 წლის 5 მარტს აბუ დაბიდან დაიწყო.

მისი ფრთების სიგანე 72 მეტრია და მათზე მთლიანობაში 17248 მზის პანელია განლაგებული, რომლებიც მზის სხივებით იტენებიან და  სწორედ დატენილი მზის ენერგიით ფრინავს ეს თვითმფრინავი.

ეს არის მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი თვითმფრინავი და მას რიგ რიგობით მართავენ მისი გამომგონებლები, ბერტრანდ პიკარდი და ანდრე ბორშბერგი, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ როგორც მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავით დედამიწის გარშემო მოგზაური პირველი ადამიანები



მსგავსი ინფორმაციები