„კრანკის მეფემ“ ისლამი მიიღო

„კრანკის მეფემ“ ისლამი მიიღო

2116863
„კრანკის მეფემ“ ისლამი მიიღო

ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი ლილ ჯონი კალიფორნიის მეჩეთში მუსლიმი გახდა. იგი, გულშემატკივრებისთვის ცნობილია, როგორც „კრანკის მეფე“. პარასკევის ლოცვის წინ, ჯონი მივიდა ლოს-ანჯელესში, მეფე ფაჰადის მეჩეთში და განაცხადა, რომ აირჩია ისლამი, რასაც ხალხმრავალი მრევლი მოწმობდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ამერიკელმა რეპერმა მეჩეთის იმამის ხელმძღვანელობით არაბულად „ქელიმეი შეჰადეთი“ წარმოთქვა, შემდეგ კი მისი მნიშვნელობა ინგლისურად წაიკითხა.

1972 წელს  ატლანტაში დაბადებული, რეპერი, რომლის ნამდვილი სახელია ჯონათან მორტიმერ სმიტი, ცნობილია თავისი პიონერული როლით ჰიპ ჰოპის ჟანრის დანერგვაში.

ლილ ჯონმა, რომელსაც სოციალურ ქსელებში 1 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და ცნობილია მისტიკური რწმენით, ახლახან გამოუშვა მედიტაციის ალბომი, რომელმაც დიდი ყურადღება მიიპყრო.

ჯონი გახდა მეორე ამერიკელი, რომელმაც ისლამი მიიღო მიმდინარე წლის რამადანის პირველ კვირას (11 მარტი-9 აპრილი), ამერიკელი ავტორისა და აქტივისტის შონ კინგის შემდეგ.



მსგავსი ინფორმაციები