პრეზიდენტი ერდოღანი მეჰმედ აქიფ ერსოის ხსოვნის ღონისძიებას დაესწრო

პრეზიდენტი ერდოღანი მეჰმედ აქიფ ერსოის ხსოვნის ღონისძიებას დაესწრო

2080719
პრეზიდენტი ერდოღანი მეჰმედ აქიფ ერსოის ხსოვნის ღონისძიებას დაესწრო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი არ იქნებიან მუნჯი ეშმაკი, რომელიც დუმს ჩაგვრის წინაშე და რომ ისინი გააგრძელებენ სიმართლის თქმას და სამართლიანობის მხარეს დგომას, ჩაგრული ხალხისთვის, განსაკუთრებით ღაზაში.

პრეზიდენტმა ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში გამართულ, მეჰმედ აქიფ ერსოის ხსოვნის ღონისძიებაზე ისაუბრა.

ერდოღანმა კიდევ ერთხელ მიულოცა იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც 7 ოქტომბრიდან ღაზაში მიმდინარე ისრაელის სისასტიკეს გამოეხმაურნენ და თქვეს „გაჩერდი“.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „ახლა ყველა დარწმუნებული უნდა იყოს, სანამ ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ თავდასხმები გაგრძელდება, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მომავლის დაცვას. თურქეთი ჩვენი საერთო სამშობლოა. ეს არის ჩვენი საერთო სახურავი. ჩვენ ყველანი ერთად ვართ, 85 მილიონი ადამიანი, თურქმენი, ქურთი, სუნიტი და ალევისტი“.



მსგავსი ინფორმაციები