გორდიონი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია

გორდიონი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია

2039019
გორდიონი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია

თურქეთის საამაყო კულტურული საგანძურებიდან, ანკარის მიმდებარედ, ფოლათლის რეგიონში შემავალი ანტიკური ქალაქი გორდიონი გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) „მსოფლიო მემკვიდრეობად“ გამოაცხადა.

კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ დავარეგისტრირეთ ჩვენი მე-20 საკუთრება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ანტიკური ქალაქი გორდიონი, ანკარას ერთ-ერთი უნიკალური კულტურული ფასეულობა, „მსოფლიო მემკვიდრეობის“ სიაში შევიდა. თუმცა, ჯერ არ დასრულებულა! ჩვენ ველოდებით ახალ სასიხარულო ამბებს იუნესკოსგან. სასიხარულო ამბებით, რომლებსაც ველოდებით ანატოლიის ხის მეჩეთებიდან, ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით ჩვენს კულტურული ნაგებობების რაოდენობას მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ცნობისათვის, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში გამართული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 45-ე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფრიგიის საიმპერატოროს დედაქალაქი გორდიონი ახლა დაცული იქნება როგორც მსოფლიო მემკვიდრეობა.

ჩატარებული კვლევების შედეგად დგინდება, რომ რეგიონში პირველი დასახლებები 4500 წლის წინ დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები