საუკეთესო ახალგაზრდა უნივერსიტეტების სიაში თურქეთიდან 47 უნივერსიტეტი მოხვდა

თურქეთი გახდა ყველაზე წარმომადგენლობითი ქვეყანა 47 უნივერსიტეტით 2023 წლის მსოფლიო ახალგაზრდა უნივერსიტეტების რეიტინგში

2007618
საუკეთესო ახალგაზრდა უნივერსიტეტების სიაში თურქეთიდან 47 უნივერსიტეტი მოხვდა
universite ogrenci.jpg
sabanci univertisesi.jpg

თურქეთი გახდა ყველაზე წარმომადგენლობითი ქვეყანა 47 უნივერსიტეტით 2023 წლის მსოფლიო ახალგაზრდა უნივერსიტეტების რეიტინგში.

უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) განცხადების თანახმად, ინგლისის უმაღლესი განათლების სარეიტინგო სააგენტოს „Times Higher Education (THE)“ 50 წლიანი ან ნაკლები ისტორიის „საუკეთესო ახალგაზრდა უნივერსიტეტების“ „2023 ახალგაზრდა უნივერსიტეტების“ რეიტინგში თურქეთიდან ყველაზე მეტი უნივერსიტეტია შესული.

აღინიშნა, რომ სიაში შემავალი უნივერსიტეტები შეფასდა სწავლების, კვლევის, ცოდნის გადაცემისა და საერთაშორისო მისიების თვალსაზრისით.

2023 წლის ახალგაზრდა უნივერსიტეტების რეიტინგისთვის შეფასდა 605 უნივერსიტეტი 78 ქვეყნიდან, რომლებიც აკმაყოფილებდნენ აუცილებელ კრიტერიუმებს.

სიაში თურქეთიდან 47 უნივერსიტეტი შევიდა.

ტოპ 100-ში კოჩის უნივერსიტეტმა 55-ე ადგილი, ხოლო საბანჯის უნივერსიტეტმა 89-ე ადგილი დაიკავა.

ტოპ 500-ში 20 თურქული უნივერსიტეტი მოხვდა.



მსგავსი ინფორმაციები