იცით თუ არა, რომ? 35-2023

თურქული სოფელი იტალიაში

1981395
იცით თუ არა, რომ? 35-2023

იცით თუ არა, რომ? 35-2022-2023

თურქული სოფელი იტალიაში

იცით თუ არა, რომ იტალიაში "თურქული სოფელი" არსებობს?

იტალიის ავსტრიის საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ მოენაში არცერთი თურქი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მცხოვრებლებმა თურქული არ იციან და უმეტესობას თურქეთი არ უნახავს, ​​იმ ადგილს, სადაც ცხოვრობენ, "თურქულ სოფელს" უწოდებენ. მოენა მხოლოდ „თურქული სოფლის“ სახელს არ ატარებს, ამ სოფელში თურქულ კულტურას სამას წელზე მეტია ცოცხლად ინარჩუნებენ.

სოფლის ხალხის სიყვარული თურქებისადმი ვენის მეორე ალყიდან იღებს სათავეს. ალყის შემდეგ დაჭრილმა ოსმალო ჯარისკაცმა თავი შეაფარა იტალიის პატარა დაბას. ამ მომაკვდავ ჯარისკაცს სოფლის მოსახლეობამ უმკურნალა. ჯარისკაცი, რომელმაც კარგად იცოდა იტალიური, გამოჯანმრთელების შემდეგ სოფელში დასახლდა და იტალიელ გოგონაზე დაქორწინდა. მას ხალხი „ელ ტურკოს“ სახელით იცნობდა და დაბის მოსახლეობას ძალიან უყვარდა.

ეს თავისუფლებისმოყვარე თურქი ჯარისკაცი დაუპირისპირდა ბატონებს, რომლებსაც სურდათ სოფლის მოსახლეობისგან მაღალი გადასახადების აღება. მან უბიძგა გლეხებს აჯანყებულიყვნენ გერმანელი ბატონების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ მოენას გაძარცვას, მოახერხა საგადასახადო სისტემის ხალხის სასარგებლოდ გადაქცევა და ელ ტურკო ქალაქის გმირი გახდა. მან იმდენად შეაყვარა თავისი თავი და თურქულ წეს-ჩვეულებები ამ რეგიონის მოსახლეობას, რომ მისი გარდაცვალების შემდეგაც კი სოფელში კვლავ ცოცხლობს თურქული ტრადიციები. მისი გარდაცვალების შემდეგ ყოველი წლის აგვისტოში გამართული ხსოვნის ცერემონიები დროთა განმავლობაში ფესტივალად გადაიქცა. სოფელში 19-21 აგვისტოს გამართულ „თურქეთის ფესტივალზე“ სოფელი თითქმის წითელ-თეთრ ფერებშია შეღებილი. თითოეული სახლის ფანჯრებში თურქული დროშა ფრიალებს, იანიჩარი ჯარისკაცების ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდები თურქულ მარშს აწყობენ და მარშის შემდეგ კი ელ ტურკოს სახელზე აგებულ შადრევანს ყვავილებით ამკობენ. ფესტივალის ფარგლებში ასევე მზადდება თურქული კერძები და სტენდებზე იფინება. მოენელები თავიანთ წინაპრად მიიჩნევენ მათ სოფელში სამი საუკუნის წინ დასახლებულ ელ ტურკოს.



მსგავსი ინფორმაციები