იცით თუ არა, რომ? 24-2023

აფროდისიასის ანტიკური ქალაქი

1945847
იცით თუ არა, რომ? 24-2023

იცით თუ არა, რომ? 24-2023

იცით თუ არა, რომ? 24-2022-2023

აფროდისიასის ანტიკური ქალაქი

იცითთუ არა, რომ ცნობილმა ფოტოგრაფმა არა გიულერმა შემთხვევით აღმოაჩინა უძველესი ქალაქი აფროდისიასი?

არა გიულერს, რომელიც 1958 წელს ჟურნალისტი გახლდათ, სამსახურეობრივი მოგზაურობისას გზა აერია. სოფელში, სადაც შეისვენა, ისტორიული სვეტები, ქანდაკებები დაინახა და ფოტოები გადაუღო. მის მიერ გადაღებულმა ამ ფოტოებმა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცემების და იუნესკოს ყურადღება მიიპყრო. გიულერის მუშაობითა და მსოფლიო პრესის დაინტერესებით გაირკვა, რომ ეს ისტორიული ნანგრევები ეკუთვნოდა ძვ.წ. V საუკუნეში დაარსებულ უძველეს ქალაქ აფროდისიასს.

უძველესი ქალაქი აფროდისიასი მდებარეობს დასავლეთ ანატოლიაში, აიდინის ქარაჯასუს რაიონში, სოფელ გეირეს მახლობლად. აფროდისიასი, როგორც მისი სახელიდანაც ჩანს, მიუძღვნეს აფროდიტეს, სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთს და ნიშნავს "აფროდიტეს ადგილს და რეგიონს". იგი არის მაღალგანვითარებული ქალაქი, რომელიც ცნობილია რომაული ხანის აფროდიტეს ტაძრით. არა გიულერის მიერ უძველესი ქალაქის აღმოჩენის შემდეგ, არქეოლოგ პროფესორ ქენან ტევფიკ ერიმის პირადი ინიციატივით, აფროდისიასში კვლევითი და გათხრების პროგრამა დაიწყო. ქენან ტეფიკ ერიმი, რომლის სახელიც ასოცირდებოდა აფროდისიასის გათხრებთან, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში კლასიკური ეპოქის პროფესორად და აფროსიასის გათხრების ხელმძღვანელად გარდაცვალებამდე 1990 წლამდე მუშაობდა. მან დიდი წვლილი შეიტანა აფროდისიასის მთელი მსოფლიოსთვის გაცნობაში და გათხრებისთვის დაფინანსების მოძიებაში.

უძველესი ქალაქის ტაძარი, აბანო და აგორა, სტადიონი, 8000 ადგილიანი თეატრი, რომაულ-ბიზანტიურ პერიოდებს შორის აშენებული გალავნები, აკროპოლისი და ოდეონი არის ნაგებობები, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი. ნანგრევების ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ბრწყინვალე ნამუშევარი, რომელიც ნაჩვენებია მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან უძველეს ნაგებობებს შორის, არის 270 მეტრის სიგრძის სტადიონი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთით და იტევს 30 000 მაყურებელს.

რომაული, ბიზანტიური და ადრეული ისლამური პერიოდის ნამუშევრები გამოფენილია ერთ-ერთ იშვიათ აფროდისიასის მუზეუმში, რომელიც ნანგრევებშია და გამოფენილია გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტები.

აფროდისიასის ნანგრევები, რომელიც 2004 წელს ექსპერტთა ჟიურის მიერ შეტანილი იქნა „საუკეთესო უძველესი ქალაქების ათეულში“, 2017 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა.



მსგავსი ინფორმაციები