თურქეთიდან, ავღანეთში მორიგი  „სიკეთის მატარებელი“ გაიგზავნა

თურქეთიდან, ავღანეთში მორიგი  „სიკეთის მატარებელი“ გაიგზავნა

1937300
თურქეთიდან, ავღანეთში მორიგი  „სიკეთის მატარებელი“ გაიგზავნა

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) კოორდინაციით, თურქეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ავღანეთის ჰერათის პროვინციაში  მე-7 „სიკეთის მატარებელი“ ჩავიდა, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარების მასალები ჩაიტანა.

AFAD-ის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 500 ტონა ჰუმანიტარული დახმარება, ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში გაჭირვეულ მოსახლეობას გადაეცემა, განსაკუთრებით იძულებით მიგრაციაში მყოფებს.

დახმარება ძირითადად მოიცავს სხვადასხვა საკვებ მასალას, ზამთრის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ხალიჩებს, საბნებს, სისუფთავის მასალებს, ინვალიდის ეტლებსა და სამკერვალო მანქანებს.

ავღანეთში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი აღმოსაფხვრელად თურქეთი, მსგავს ჰუმანიტარულ ღონისძიებებს ადრეც ახორციელებდა. დღემდე, თურქეთიდან ავღანეთში 6 „სიკეთის მატარებელი“ ჩავიდა.



მსგავსი ინფორმაციები