იცით თუ არა, რომ? 10-2022

წიგნები ათათურქის შესახებ

1903060
იცით თუ არა, რომ? 10-2022

იცით თუ არა, რომ? 10-2022

იცით თუ არა, რომ? 10-2022-23

წიგნები ათათურქის შესახებ

იცით თუ არა, რომ აქამდე ათასობით წიგნი დაიწერა ათათურქზე?

მუსტაფა ქემალ ათათურქი არის დიდი ლიდერი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ თურქეთზე, არამედ მთელ მსოფლიოზე. მის მაგალითზე მრავალი ქვეყანა მოქმედებდა, ბევრი მკვლევარი და მწერალი იკვლევდა მის ცხოვრებას და წერდა წიგნებს. ასობით წიგნი და ათასობით სტატია გამოიცა მთელ მსოფლიოში თურქეთის ეროვნული დამოუკიდებლობის ომისა და ათათურქის შესახებ.

შესაძლებელია ბევრ ენაზე, უპირველეს ყოვლისა, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენაზე დაწერილი წიგნების პოვნა ათათურქის შესახებ, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაში და რომლის უნიკალური თანამედროვე აზროვნების სისტემა სამაგალითოა. ამ წიგნებს შორის ყველაზე ცნობილია ბრიტანელი ავტორის, ლორდ კინროსის ნაშრომი სახელწოდებით „ათათურქი: ერის აღორძინება“, რომელიც იგი ხუთწლიანი კვლევისა და მუშაობის პროცესის შედეგად დაწერა. წიგნი მოგვითხრობს მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ დაარსებულ თურქეთის რესპუბლიკაში თურქი ერის აღორძინების შესახებ და იგი ასევე თვალნათლივ წარმოაჩენს ათათურქის უნიკალურ პიროვნებას.

ათათურქზე დაწერილი ყველაზე ვრცელი ნაშრომი „ათათურქი: თანამედროვე თურქეთის დაბადება“ ეკუთვნის ენდრიუ მანგოს, რომელიც ასევე ბრიტანელი მკვლევარია. ეს წიგნი, რომელიც უამრავ ისტორიულ მოვლენზე მოგვითხრობს ობიექტური ხედვით, უბრალო და გასაგები ენით, ისე რომ არ მოიწყენთ, შესაძლებელს ხდის ათათურქის გაცნობას არა მხოლოდ მისი ლიდერული თვისებებით, არამედ მისი ახლო წრითა და ადამიანური ურთიერთობებით. წიგნი, რომელიც პირველად 1963 წელს გამოიცა და ისტორიკოსების მიერ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, დღემდე ათათურქის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბიოგრაფიაა.



მსგავსი ინფორმაციები