იცით თუ არა, რომ? 7-2022

ბალიქლიგოლი (თევზებიანი ტბა)

1893905
იცით თუ არა, რომ? 7-2022

იცით თუ არა, რომ? 7-2022

იცით თუ არა, რომ? 7-2022-23

ბალიქლიგოლი (თევზებიანი ტბა)

იცით თუ არა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონის პროვინცია შანლიურფა ისტორიის გარდა ცნობილია თავისი ლეგენდებით?

შანლიურფა, რომელსაც აქვს მომხიბლავი ატმოსფერო თავისი ხედებით, პეიზაჟებით, სუფთა ჰაერით და არქიტექტურით, არის თავისი ლეგენდებითა და ისტორიით ცნობილი ქალაქი. ქალაქში, სადაც თითქმის ყველგან შეგიძლიათ იპოვოთ ისტორიის ნაწილი, ბალიქლიგოლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია.  შანლიურფას ერთ-ერთი ტურისტული ცენტრის, ბალიქლიგოლის სიგრძე 150 მეტრი, სიგანე 30 მეტრი და სიღრმე დაახლოებით 5 მეტრია. არხებით დაკავშირებული ორი დიდი აუზისაგან შემდგარი ბალიქლიგოლი რეალურად უკავშირდება მდინარეს და იგი ქალაქში გადის. შემდეგ ის ტოვებს ქვეყნის საზღვრებს და მიედინება სირიისკენ. VI საუკუნემდე აქ ნაკადულებიდან წყალი ამ ტბაში გროვდებოდა. იმ პერიოდში მომხდარ წყალდიდობას ბევრი ადამიანი ემსხვერპლა, რის გამოც ბიზანტიის იმპერატორმა მრავალი ინჟინერი გაგზავნა სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად. სხვა შესაძლო წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად კედელი აუშენებიათ და წყლის დაგროვების საწინააღმდეგოდ მეორე არხი გაუთხრიათ, რითაც პრობლემა მოუგვარებიათ.

ბალიქლიგოლის თევზები, რომლებიც ლეგენდების თემად იქცა, ხალხში წმინდად ითვლება და ამბობენ, რომ ვინც ამ თევზს შეჭამს, დაავადდება. ტბაში არის ულვაშიანი კობრის სახეობა და ფაქტობრივად, რადგან ამ ჯიშის თევზის ხიზილალა შხამიანია, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მისი ჭამა სახიფათია. გადმოცემის თანახმად, აბრაამი, რომელიც სამი მონოთეისტური რელიგიის წინაპარად არის მიჩნეული, აქ ცეცხლში ჩააგდეს და სასწაულებრივად, ეს ადგილი ტბად, ცეცხლმოკიდებული შეშა კი თევზებად გადაქცეულა. ბალიქლიგოლის პლატოზე ასევე არის გამოქვაბული, სადაც აბრაამი დაიბადა. ამიტომ რეგიონს წელიწადის ყველა სეზონზე ყველა ქვეყნიდან ყველა რელიგიის წარმომადგენელი სტუმრობს.



მსგავსი ინფორმაციები