TRT Balkan-მა მაუწყებლობა დაიწყო

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ახალმა ციფრულმა საინფორმაციო პლატფორმამ TRT Balkan-მა მაუწყებლობა დაიწყო

1844459
TRT Balkan-მა მაუწყებლობა დაიწყო
trt balkan 4.jpg
trt balkan 3.jpg
trt balkan 1.jpg

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) ახალმა ციფრულმა საინფორმაციო პლატფორმამ TRT Balkan-მა დაიწყო მაუწყებლობა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის მოსახლეობის და რეგიონის გლობალური მასშტაბის საკითხების გაშუქებას.

დედაქალაქ ანკარაში გამართულ TRT Balkan-ის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფი, პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელი ფაჰრეთინ ალთუნი და TRT-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ ზაჰიდ სობაჯი.

თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ შენთოფმა TRT Balkan-ს, რომელიც ბალკანეთის 7 ქვეყანაში 5 ენაზე განახორციელებს მაუწყებლობას, წარმატება უსურვა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთისა და ბალკანეთის საერთო მემკვიდრეობის მომავალში მედიითა და განათლებით გადატანა, მათთვის ყველაზე ამაღლებული იდეალებია.

”იმედი მაქვს, ჩვენ კიდევ უფრო გავამყარებთ კავშირს ბალკანეთის თურქ და მუსლიმ ძმებთან, ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულებების და TRT Balkan-ის წყალობით.” - განაცხადა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელმა ალთუნმა TRT Balkan-ს დიდხანს და წარმატებული მაუწყებლობა უსურვა და დაამატა:

„მჯერა, რომ ასევე TRT Balkan-ი, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე სამართლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და ის იქნება ამ ბრძოლის ერთ-ერთი მატარებელი ელემენტი ბალკანეთში. ასევე მჯერა, რომ TRT Balkan-ი იქნება ბალკანეთის ძლიერი ხმა საერთაშორისო არენაზე“. - თქვა ფაჰრეთინ ალთუნმა.

მან განაცხადა, რომ TRT Balkan-ი რეგიონის რეალობას მთელ მსოფლიოს გადასცემს არა გარე ძალების არამედ რეგიონული აქტორების თვალითა და პირით.

TRT-ს გენერალურმა დირექტორმა სობაჯიმ კი აღნიშნა, რომ ისინი მოხარულნი არიან დაამატონ TRT Balkan-ი იმ პლატფორმებს, რომლებიც აქვთ სხვადასხვა ენაზე მსოფლიოს მრავალ რეგიონში.

„ბალკანეთში მედიის კონკურენცია საკმაოდ რთულია. უფრო მეტიც, ეს არის ადგილი, სადაც აშკარად იგრძნობა შავი პროპაგანდისტული აქტივობები და სისხლიანი ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს მსგავსი სტრუქტურები ცდილობენ შექმნან გავლენის სფერო. რეგიონში, სადაც ზოგიერთი მედია ორგანიზაცია მიკერძოებულ ინფორმციას ავრცელებს, სადაც ცდილობენ დეზინფორმაციით გავლენა გავლენა შეინარჩუნონ რეგიონის მოსახლეობაზე, ჩვენ მრავალენოვანი ციფრული ახალი ამბების პლატფორმის შექმნით ვაპროტესტებთ წყობას“. - თქვა სობაჯიმ.

ახალი ციფრული საინფორმაციო პლატფორმა TRT Balkan-ი, რომელმაც მაუწყებლობა დაიწყო რეგიონის მოსახლეობის და რეგიონის გლობალური მასშტაბის საკითხების გაშუქების მიზნით, მაუწყებლობს მაკედონიურ, ალბანურ, ბოსნიურ, ხორვატულ და სერბულ ენებზე.

TRT Balkan-ს აუდიტორია რეგიონულ ენებზე მოლაპარაკე 30 მილიონზე მეტი ადამიანი იქნება.



მსგავსი ინფორმაციები