თურქული სამზარეულოს კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყანაში იმართება

თურქული სამზარეულოს კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა საქართველოს დედაქალაქ თბილისშიც

1832498
თურქული სამზარეულოს კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყანაში იმართება
paris turk mutfagi.jpg
turk mutfagi haftasi.jpg
turk mutfagi haftasi.jpg
turk mutfagi haftasi.jpg

თურქული სამზარეულოს უნიკალური გემოების მსოფლიო მოგზაურობა საფრანგეთში, საქართველოში, სერბეთში, ერაყში და ნორვეგიაში გრძელდება.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლის, ემინე ერდოღანის ხელმძღვანელობით ორგანიზებული „21-27 მაისის თურქული სამზარეულოს კვირეულის“ ფარგლებში, ბევრ ქვეყანაში ღონისძიებები იმართება.

დიდი დაინტერესება გამოიწვია საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) შტაბ-ბინაში „თურქული სამზარეულოს კვირეულის“ ფარგლებში გამართულმა ღონისძიებამ.

ღონისძიებაში, რომელსაც უცხოელი დიპლომატებიც ესწრებოდნენ, ცნობილი კულინარიული სკოლის Le Cordon Bleu-ს გურმანი შეფ-მზარეულებიც მონაწილეობდნენ.

ღონისძიება პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლის, პირველი ლედის, ემინე ერდოღანის ვიდეომიმართვით დაიწყო.

ღონისძიებაზე გაიმართა პრეზიდენტის პატრონაჟით კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ  მომზადებული წიგნის „თურქული სამზარეულო საუკუნოვანი რეცეპტებით“ პრეზენტაცია.

სტუმრებს ასევე შესთავაზეს წიგნში შესული რეცეპტებით მომზადებული 15 ტრადიციული თურქული კერძი.

თურქული სამზარეულოს კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა საქართველოს დედაქალაქ თბილისშიც.

მწერალთა სახლში გამართულ ღონისძიებაზე სტუმრებს ზეითუნის ზეთით მომზადებული კერძებით გაუმასპინძლდნენ.

სერბეთში თურქული კერძების პრეზენტაცია ბელგრადში თურქეთის ელჩის მასპინძლობით მოხდა.

საელჩოს რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე სტუმრებს თურქული კერძებით გაუმასპინძლდნენ.

თურქული სამზარეულოს ტრადიციული კერძების პრეზენტაცია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში და ერაყში, ქალაქ ბასრაშიც, ჩატარდა.



მსგავსი ინფორმაციები