სტამბოლში თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის მიერ ორგანიზებული EBU-ს მედია სამიტი ჩატარდა

სამიტზე სიტყვით გამოსულმა TRT-ს გენერალურმა დირექტორმა სობაჯიმ ევროპელ მაუწყებლებს მოუწოდა ტერორიზმის წინააღმდეგ გამოვიდნენ

1831639
სტამბოლში თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის მიერ ორგანიზებული EBU-ს მედია სამიტი ჩატარდა

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლის TRT-ს გენერალური დირექტორი სობაჯი ევროპელ მაუწყებლებს მოუწოდებს ტერორიზმის წინააღმდეგ გამოვიდნენ

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წევრები ერთმანეთს მედია სამიტზე შეხვდნენ, რომელსაც უმასპინძლა TRT-მ და რომელსაც 41 ქვეყნიდან დაახლოებით 200 მაუწყებელი ესწრებოდა. სამიტში მონაწილე TRT-ს გენერალურმა დირექტორმა სობაჯიმ თქვა: „როგორც თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ყველაზე ძლიერად იბრძვის გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ, მოგიწოდებთ მყარი თანამშრომლობისკენ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მიუხედავად მისი წყაროსა და სამიზნისა“.

EBU-ს წარმომადგენლები, რომლის წევრიც TRT-ც არის, პანდემიის გამო ორ წლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეხვდნენ პირისპირ ღონისძიებაზე. TRT-ს გენერალური დირექტორის, მეჰმედ ზაჰიდ სობაჯის და EBU-ს გენერალური დირექტორის, ნოელ კურანის გარდა, სტამბოლში TRT-ს მიერ ჩატარებულ EBU-ს მედია სამიტს 41 ქვეყნიდან 200-მდე მაღალი დონის მაუწყებელი ესწრება. ღონისძიებაზე, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება, განიხილება მრავალი საკითხი, როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მომავალი, გადასაჭრელი გამოწვევები, ახალი ტენდენციები და ახალგაზრდებამდე წვდომა.

„ჩვენი პრეზიდენტის სლოგანი „სამყარო ხუთზე დიდია“ არის ერთადერთი ინვესტიცია, რომელიც უნდა განხორციელდეს ჩვენი საერთო და უსაფრთხო მომავლისთვის“.

TRT-ს გენერალურმა დირექტორმა, მეჰმედ ზაჰიდ სობაჯიმ, რომელმაც სამიტის გახსნისას სიტყვა წარმოთქვა, განაცხადა, რომ ისინი სიამოვნებით უმასპინძლებენ 2022 წლის EBU-ს მედია სამიტს, რომელიც დიდი ხნის შემდეგ პირისპირ იმართება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუკერძოებლობის, სამართლიანობისა და სიზუსტის ტრადიციული ღირებულებები უნდა იყოს მომავლის ციფრული მედიის უცვლელი სტანდარტები. „ამ მიზნით, როგორც EBU-ს წევრები, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ მუდმივი სოლიდარობის სულისკვეთებით, უფრო მშვიდი მომავლისა და იმავდროლად სამაუწყებლო კულტურის გამდიდრებისთვის და კრეატიული ინიციატივებით თანამშრომლობას გავაძლიერებთ და გავაგრძელებთ გაფართოებას. არ დაგვავიწყდეს, რომ ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“. - განაცხადა სობაჯიმ.

TRT-ს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ TRT, რომელიც დღეს გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური მედია აქტორი, ინარჩუნებს მაუწყებლობის ლიდერის პოზიციას ჩვენს ქვეყანაში 18 სატელევიზიო არხით და 17 რადიო არხით, ასევე 9 ციფრული პლატფორმით, ციფრული აპლიკაციებით და ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მრავალი აქტივობით.

„ახლა ჩვენ უნდა დავინახოთ სამყარო მთლიანობაში, განურჩევლად ხალხისა და გეოგრაფიისა; ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იგნორირება არ არის გამოსავალი, იმ მოსაზრებით, რომ თითოეული ადამიანი ღირებულია. ჩვენი პრეზიდენტის, ბ-ნი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ საერთაშორისო პლატფორმებზე ხშირად გამოთქმული დევიზი „მსოფლიო ხუთზე დიდია“ არის უფრო სამართლიანი გლობალური სისტემის აშენების სლოგანი; ეს არის ერთადერთი ინვესტიციის შეჯამება, რომელიც უნდა განხორციელდეს ყველა ჩვენგანის საერთო და უსაფრთხო მომავისთვის. შედეგად თურქეთი არის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, სადაც ლიდერები იკრიბებიან ყველაზე კრიტიკულ საერთაშორისო საკითხებზე, სადაც გლობალური აუდიტორია ელის სასიხარულო ამბებს, სადაც მზადდება კულტურული შეხვედრები და პრობლემების გადაწყვეტის წინადადებები. ამ კონტექსტში, ჩვენ ვაწარმოებთ სამუშაოებს, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებს ახალგაზრდებსა და საზოგადოებრივ მაუწყებლობას შორის ურთიერთობას, რომელიც ასევე

გამოვავლენს მათ პოზიციას გლობალურ საკითხებზე და მათ გადაწყვეტაზე“.

TRT-ს საერთაშორისო საინფორმაციო პლატფორმებზე საუბრისას სობაჯიმ აღნიშნა: „TRT-ს მაუწყებლობს 41 ენაზე და დიალექტზე მსოფლიოს 7 კონტინენტზე სატელევიზიო და რადიო არხებით და ციფრული პლატფორმებით. TRT World-ის გარდა, ჩვენს ციფრულ საინფორმაციო პლატფორმებს TRT გერმანული, TRT რუსული და TRT არაბული და ცოტა ხნის წინ TRT ფრანგული დავამატეთ და აღვნიშნეთ ჩვენი საერთაშორისო სამაუწყებლო ოჯახის უახლესი წევრის დაარსება. გარდა ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას აფრიკული, ბალკანური და სპარსული ციფრული საინფორაციო პლატფორმების გახსნაზე“.

"რაც არ უნდა იყოს ტერორიზმის წყარო და სამიზნე, ჩვენ მის წინააღმდეგ მყარი თანამშრომლობისკენ მოგიწოდებთ "

კრიზისებზე, პრობლემებსა და ცვლილებებზე საუბრისას სობაჯიმ, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედია სამიტზე ისტორიული მოწოდება გააკეთა: „ჩვენ, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლები ვართ მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, რომლებიც მთელი ძალით ვიბრძოლებთ ინფორმაციის დაბინძურების, მიზანმიმართული აღქმის ოპერაციებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ჩვენი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხისმგებლობა, ამით არ შემოიფარგლება, ჩვენ უნდა გავზარდოთ საზოგადოების ცნობიერება რადიკალიზაციის, შემოსავლების უთანასწორობის, გლობალური ტერორიზმის, კიბერუსაფრთხოების და ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. როგორც თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ყველაზე მტკიცედ იბრძვის გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ, ყველას მოვუწოდებთ ამ საკითხში მყარი თანამშრომლობისკენ საბრძოლველად, მიუხედავად მისი წყაროსა და მიზნისა“.   

 „თურქეთი, ამერიკის შემდეგ მეორე ადგილზეა სერიალების ექსპორტით“

სამიტზე, TRT-ს სატელევიზიო სერიალებისა და კოპროდუქციების წარმატებებზე საუბრისას სობაჯიმ განაცხადა: „მინდა ყურადღება გავამახვილო TRT-ს სერიალების გლობალური ინტერესის მიმართ. სერიალების ექსპორტით თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილზეა. ამ წარმატებაში უდაო წილი აქვს ჩვენი ინსტიტუტის ლიდერობას მსოფლიო სერიალების გაყიდვაში. ჩვენი სერიალების, კოპროდუქციების და მულტფილმების მიმართ დიდი მოთხოვნაა. უახლოეს თვეებში ჩვენ გვინდა დავასრულოთ მუშაობა TRT-ს საერთაშორისო ციფრული ვიდეო-პლატფორმის დანერგვაზე. ეს ციფრული პლატფორმა და მოსამზადებელი ახალი კონტენტი საშუალებას მოგვცემს ვისარგებლოთ, როგორც EBU-ს წევრებმა, წინასწარი ყიდვის ქსელის შესაძლებლობებით, ასევე იმ კოპროდუქციებით, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს. TRT-მ პანდემიის პერიოდში აქტიური წვლილი შეიტანა პროგრამული ფონდის აპლიკაციაში, რომელიც წამოიწყო EBU-მ „Content Appeal“-ის სახელით. EBU-ს წევრებს აქ შეეძლოთ მიეღოთ უფასო პროგრამები სხვადასხვა ჟანრის შინაარსით, როგორიცაა დოკუმენტური და დრამა. გარდა ამისა, TRT სახელს იძენს კინემატოგრაფიის სფეროში იმით, რომ ყოველ დღე უფრო ეფექტურს ხდის საერთაშორისო თანამშრომლობას. ბოლო სამი წლის განმავლობაში, TRT-ს ერთობლივმა მხატვრულმა ფილმებმა მიიღო დაახლოებით 275 ჯილდო, 300-ზე მეტ ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალზე, განსაკუთრებით კანის, ბერლინის, კარლოვი-ვარის, ვენეციის, სან-სებასტიანის, ვარშავისა და ლოკარნოს კინოფესტივალებზე. TRT ასევე ხელს უწყობს ამ სფეროში პარტნიორობასა და თანამშრომლობას“.

სამიტზე სიტყვით გამოსულმა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენერალურმა დირექტორმა, ნოელ კურანიმ მადლობა გადაუხადა TRT-ს ამ ბრწყინვალე ორგანიზაციისთვის და თბილი მასპინძლობისთვის. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთად ყოფნა. ვიმედოვნებთ, რომ ამ შეხვედრით კიდევ უფრო  გავაძლიერებთ თანამშრომლობას TRT-სთან“. - განაცხადა ნოელ კურანიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლების ასოციაციაა მსოფლიოში.


საკვანძო სიტყვები: #მედია სამიტი , #EBU , #TRT , #ტრტ

მსგავსი ინფორმაციები