იცით თუ არა, რომ? 37-2022

სინოპი

1831022
იცით თუ არა, რომ? 37-2022

იცით თუ არა, რომ? 37-2022

სინოპი

იცით თუ არა, რომ სინოპი, რომელიც მდებარეობს თურქეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, ანატოლიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია?

სინოპს იმდენად ძველი ისტორია აქვს, რომ მისი სახელის წარმოშობის შესახებაც კი რამდენიმე გადმოცემა არსებობს. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს მითოლოგიური მდინარის ღმერთის, ასოპოსის ქალიშვილის სინოპესგან. სინოპეზე შეყვარებულ ზევსს მისი შიშის მქონე სინოპე სამოთხის მსგავს შავი ზღვის აყვავებულ მწვანე სანაპიროზე დაუტოვებია. სწორედ იმ ნაპირებს დღეს სინოპი ჰქვია. სინოპის შესახებ კიდევ ერთი გადმოცემის მიხედვით, ამ მშვენიერი ქალაქის სახელი მომდინარეობს ამაზონის დედოფალ სინოვას სახელიდან. ეს ლამაზი ქალაქი, რომელმაც თავისი ადგილი დაიმკვიდრა მითოლოგიაშიც, ასევე ცნობილია როგორც უძველესი მოაზროვნის, დიოგენეს სამშობლო.

თავისი უნიკალური მომხიბლავი ბუნებრივი სილამაზით სინოპი საუკუნეების მანძილზე იყო საპორტო ქალაქი და მასპინძლობდა ისეთ ცივილიზაციებს, როგორიცაა ხეთები, ფრიგიელები, ლიდიელები, სპარსელები, რომაელები, ბიზანტიელები, სელჩუკები და ოსმალები. ქალაქი, რომლის პირველი დასახლების თარიღი ბრინჯაოს ხანით იწყება, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო უძველესი დროიდან იყო სავაჭრო ცენტრი. ყველა ტომი, ვისაც სურდა შავ ზღვაზე გაბატონება, დასახლდა სინოპში და დატოვა თავისი ცივილიზაცის ნაშთები. ქალაქის მდიდარი ისტორიის ნაკვალევის ნახვა ყველგან არის შესაძლებელი.


საკვანძო სიტყვები: #სინოპი , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები