EBU-ს მედიის სამიტი დღეს იწყება

EBU-ს მედიის სამიტი დღეს იწყება

1830492
EBU-ს მედიის სამიტი დღეს იწყება

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედია სამიტი სტამბულში დღეს და ხვალ, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) მასპინძლობით გაიმართება. EBU-ს წარმომადგენლები, რომლის წევრი TRT-ც არის, ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის გამო ორი წლის შემდეგ პირველად შეხვდებიან პირისპირ. სამიტზე განიხილება ისეთ თემები, როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მომავალი, გადასაჭრელი გამოწვევები, ახალი ტენდენციები და ახალგაზრდების ხელმისაწვდომობა. სამიტს, TRT-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ ზაჰიდ სობაჯის და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენერალური დირექტორი ნოელ კურანის ჩათვლით, თურქეთიდან და ევროპიდან მრავალი წარმომადგენლი დაესწრება.



მსგავსი ინფორმაციები