NEXT by TRT World-ის ფორუმი გაიმართა

NEXT by TRT World-ის ფორუმი გაიმართა

1827441
NEXT by TRT World-ის ფორუმი გაიმართა
Mehmet Zahid Sobacı-NEXT.jpg

ახალგაზრდული საერთაშორისო ფორუმი NEXT, რომელიც 2017 წლიდან მოყოლებული TRT World-ის ეგიდით იმართება, მიმდინარე წელსაც მრავალი ადამიანის მონაწილეობით ჩატარდა. ფორუმზე ახალგაზრდა ჟურნალისტებს, მეცნიერებს, აქტივისტებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეეძლებათ თავიანთი მოსაზრებების გაზიარება მრავალ გლობალურ თემაზე.

ფორუმს ასევე ესწრებოდა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ ზაჰიდ სობაჯიც. „მეტავერსი და მედია: როგორ იმოქმედებს ტექნოლოგიების უახლესი ტენდენცია ჟურნალისტიკაზე? სახელწოდების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას TRT-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ ზაჰიდ სობაჯიმ განაცხადა: „NEXT-ი არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდობას და მომავალს. როცა ახალგაზრდობა და მომავალი ერთმანეთს ერწყმის, მას მესამე კონცეფცია უნდა დავუმატოთ; ეს არის იმედის ცნება. სინამდვილეში, როდესაც სამყაროს ზოგადად ვუყურებთ, ვხედავთ, რომ პრობლემები უფრო დომინანტურ წერტილშია, ჩვენ ვცდილობთ ამ პრობლემების გადასაჭრელად გადაწყვეტილების მიღების პროცესის წარმოებას, ვცდილობთ დავამყაროთ საკონსულტაციო პლატფორმები, მაგრამ რაღაც გვაკლია. ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის, ახალგაზრდების მიმართ უყურადღებობა. ჩვენ კი სწორედ ამიტომ მოვაწყვეთ NEXT, გვინდოდა ახალგაზრდის გათვალისწინება. ვინაიდან, ახალგაზრდების ბუნებაში არის კრეატიულობა, ფანტაზია, ინოვაციური იდეები და დინამიზმი. თუ ამ დინამიზმს, კრეატიულ იდეას და ინოვაციურ პერსპექტივას პრობლემების გადაჭრაში არ ჩავრთავთ, დღევანდელი პრობლემების გადაჭრა ბევრად უფრო გაგიჭირდებათ. ამიტომ გვინდოდა ამ ღონისძიებით ახალგაზრდობაზე გაგვემახვილებინა ყურადღება, რომლებიც ტექნოლოგიას ბევრად უფრო კრეატიულად და შედეგზე ორიენტირებულად იყენებენ, ვიდრე მათი წინა თაობა. გვინდოდა, რომ ახალგაზრდობა ამ პროცესის ნაწილი გავხადოთ TRT World-ის სახურავის ქვეშ“.

ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე სახელწოდებით: „ცვლილება და განვითარება“ თურქეთსა და მსოფლიოში არსებულ მრავალ გლობალურ საკითხზე გამახვილდა ყურადღება. მათ შორის კოსმოსურ ტურიზმზე, ტექნოლოგიების წინსვლაზე, საზოგადოების დაკნინებაზე და მყისიერი მოხმარების შინაარსზე. პანელზე სიტყვით გამოსულმა SocialBen ფონდის დამფუძვნებელმა ეჯე ჩიფჩიმა განაცხადა: „ჩვენ, როგორც ახალგაზრდებს, იგივე გვინდა მსოფლიოსთვის, რაც ჩვენი ქვეყნებისთვის“.

ფორუმზე მონაწილეობა მიიღო ასევე, მსოფლიოში პირველი მეტავერსის სააგენტოს დამფუძნებლებმა ჯგუფმაც ჯან იურდაქულმა, ფაისალ უ-კ-მ, სარა ალ-ჯამალმა და ბეგუმ აიდინოღლუმ. მათ განაცხადეს, რომ მეტავერსთან ერთად, საზღვრები გაუქმდა და სამყარო გაცილებით ფართო გახდა.

ფორუმზე  კლიმატის კრიზისის თემაზე „ხმა პლანეტისთვის: ახალგაზრდული კლიმატის მოძრაობა“ პანელზე, რომელმაც ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო, აღინიშნა, რომ კლიმატური პირობები თუ ასე გაგრძელდება, 2050 წლისათვის შესაძლოა 1,2 მილიონი ადამიანი ‘კლიმატის მიგრანტად’ იქცეს.


საკვანძო სიტყვები: #ფორუმი , #NEXT by TRT World

მსგავსი ინფორმაციები