„კუთხე-კუნჭული“ 18-2022

ლიმონი

1821449
„კუთხე-კუნჭული“ 18-2022

„კუთხე-კუნჭული“ 18-2022

ლიმონი

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი

 

ლიმონი იგივე ციტრუს (Citrus) აურანთიუმისა (Citrus aurantum) და ციტრუს მედიკას (Citrus medica) მცენარეთა სახეობების შეჯვარებით მიღებული ჰიბრიდია. ადამიანებმა მისი გამოყენება ჯერ სამხრეთ ინდოეთში, შემდეგ ჩინეთში და შემდეგ კი მთელს დედამიწაზე დაიწყეს. პირველ საუკუნეში რომის იმპერიის დროს ლიმონი სამხრეთ იტალიაში შეუტანიათ, თუმცა მან იქ მხოლოდ მე-7-ე საუკუნიდან მოიკიდა ფეხი. ბიზანტიიდან კი ლიმონის მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში გაგრძელდა. ირანში, ერაყსა და ეგვიპტეში ის მეურნეობის ერთ-ერთ მთავარ პროდუქტად იქცა. მე-11-ე საუკუნიდან ლიმონმა სხვა ციტრუსებთან ერთად თითქმის მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონი მოიცვა.

ლიმონს თურქულ დიალექტზე სულუზირთლაქ, ჯიჯიქ და ზივრაქადაც მოიხსენიებენ. სავარაუდოდ, ეს სახელები ლიმონს წვნიანობის გამო შეარქვეს. ლიმონი იმ იშვიათ მცენარეს მიეკუთვნება, რომლის თითქმის ყველა ნაწილი გამოიყენება. მისი ქერქი კერძებთან ერთად ღუმელში გამოსაცხობად ან კიდევ დასუფთავების საშუალებებში, ხოლო მისი წვენი დაწყებული ფარმაციიდან დამთავრებული სასიამოვნო სასმელით ლიმონათით, ყველაფერში გამოიყენება.

ინდური ხალხური მედიცინის ტრადიციული სისტემის აიურვედას მიხედვით ერთი ჭიქა ლიმონის წვენის მირთმევა ფილტვების გასაწმენდად უებარი საშუალებაა. არომათერაპიის მიხედვით, ლიმონის ეთერზეთების ორთქლის შესუნთქვისას ადამიანს სტრესი უმცირდება და შვების მომგვრელი ფუნქცია გააჩნია.

დიდი რაოდენობით C ციტანიმინის შემცველობის გამო ლიმონი დეტოქსის რეცეპტებშიც გამოიყენება.

ლიმონის ხეები იმით გამოირჩევა, რომ მას თან ყვავილის თანაც ნაყოფის გამოღება ერთდროულად შეუძლია. მისი მოყვანა შესაძლებელია როგორც სათბურულ გარემოში ისე ღია ცის ქვეშ მეურნეობაშიც.

თურქეთში ლიმონის ხეები სხვა ციტრუსოვან მცენარეებთან ერთად ღია ცის ქვეშ გაშენებულ ფართო ჰექტრებზე მოჰყავთ. მისით განსაკუთრებით მდიდარია მერსინის, ადანის, ანტალიის, ბოდრუმისა და ისქენდერუნის მხარეები. თუმცა საინტერესოა ერთი ამბავი, რომელიც ამ ბოლო დროს თურქეთში გავრცელდა და საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია.

თურქეთში ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ეგეოსის ზღვის რეგიონში დაკრეფილი ლიმონები მთელი ზამთრის განმავლობაში ვარგისიანობის შესანარჩუნებლად და როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ გასაყიდად გასატანად კაბადოკიამდე აგრძელებს მოგზაურობას. ალბათ, გაგიკვირდებათ თუ რა უნდა დაკრეფილ ლიმონს შიდა ანატოლიაში, როცა ის სულ სხვა კლიმატსაა შეჩვეული. მაგრამ საიდუმლოს გასაღები იმაშია, რომ ლიმონის მოწეული მოსავალი კაბადოკიის ტუფის კლდეების გამოქვაბულებში ცივი ჰაერის ბუნებრივ საწყობებში ინახება. მათი იქ შენახვა ათი თვის განმავლობაში დაუზიანებლადაა შესაძლებელი. ორთაჰისარისა და ქავაქის გამოქვაბულები ციტრუსებისათვის იდეალური გარემო აღმოჩნდა. ამიტომაც ლიმონის ექსპორტმა რამდენიმე რეგიონი გააერთიანა. საწყობებში თითოეულ ლიმონს ქაღალდში ახვევენ და ასე ინახავენ. ასეთ გამოქვაბულებში დაახლოებით შვიდი მილიონი ყუთის ტევადობის საწყობები აღმოაჩინეს. ცხადია, რომ წინაპრები დიდი ხნის წინ იცნობდნენ ხილისა თუ ბოსტნეულის გრძელვადიანი შენახვის საიდუმლოებებს. ამ საქმიანობით დაკავებული ადგილობრივები ასეთ გამოქვაბულებში სითბოსა და ტენიანობის იდეალურ შეთავსებას უსვამენ ხაზს.

ლიმონი გასტრონომიაშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. განსაკუთრებით ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში ლიმონი თევზის კერძებთან ასოცირდება.

გადაცემის ბოლოს კი ციტრუსოვანთა ოჯახის ერთ გემრიელ რეცეპტსაც გაგიზიარებთ. ერთ კგ. ნარინჯი აიღეთ და თითოეული მათგანი ორად გაყავით, შემდგომ წვენი გამოადინეთ, ქერქი კი წვრილ-წვრილად დაჭერით და ქვაბში ჩააწყვეთ, წყლით დაფარეთ და მოხარშეთ. მას დაუმატეთ ნარინჯის კურკები, რომლებიც მისი გაწურვისას დაგიგროვდათ და ხარშვისას ასევე გამოწურული წვენიც დაუმატეთ. ორი საათის განმავლობაში ხარშეთ, მანამ სანამ ქერქი არ დარბილდება. შემდგომ ნახარშს ორი კგ. შაქარი დაუმატეთ. შეიძლება ბევრი მოგეჩვენოთ ამდენი შაქრის დამატება, მაგრამ იმის გამო, რომ ნარინჯი მჟავე ციტრუსია, ამიტომაც შაქარი მის სიმჟავეს გაანეიტრალებს. მიღებული მასა ქილებში გადაანაწილეთ. ამავე რეცეპტით ლიმონის მომზადებაც შესაძლებელია. მიღებულ ტკბილ მასას თურქეთში მარმელადად მოიხსენიებენ, თუმცა შეგიძლიათ მას ლიმონის ან ნარინჯის მურაბაც უწოდოთ.


საკვანძო სიტყვები: #ლიმონი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები