კამბოჯაშიც გაიხსნა თურქეთის საელჩო

თურქეთს საელჩოები გააჩნია ASEAN-ის წევრ 10 ქვეყანაში

1787072
კამბოჯაშიც გაიხსნა თურქეთის საელჩო

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის განცხადებით, კამბოჯას დედაქალაქ პნომპენში  ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა თურქეთის  საელჩო და ცერემონიას ვიდეოკონფერენციის მეთოდით შეუერთდა საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, რომ კამბოჯელ კოლეგა სოხონთან პირისპირი შეხვედრის დროს განიხილეს როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონალური თუ გლობალური საკითხი, ხოლო ამის პარალელურად ხელი მოაწერეს  თანამშრომლობის პროტოკოლსა და ორმაგი დაბეგვრის შეთანხმებებს, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. "ჩვენი საელჩოები ანკარასა და პნომპენში დაგვეხმარებიან მივაღწიოთ ორმხრივ ვაჭრობაში 1 მილიარდი დოლარის მიზნის მიღწევას. გარდა ამისა, ჩვენი საელჩოები ასევე გააუმჯობესებენ ჩვენს კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებსა და საშუალებას მოგვცემენ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი," ხაზგასმით აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

თურქეთს დღესდღეობით საელჩოები გააჩნია ASEAN-ის წევრ 10 ქვეყანაში და ASEAN-ის 8 წევრ ქვეყანას აქვს საელჩოები ანკარაში.


საკვანძო სიტყვები: #საელჩო , #თურქეთი , #კამბოჯა

მსგავსი ინფორმაციები