ბურჯ ხალიფა თურქეთის დროშის ფერებში გაანათეს

ბურჯ ხალიფა თურქეთის დროშის ფერებში გაანათეს

1778024
ბურჯ ხალიფა თურქეთის დროშის ფერებში გაანათეს

არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაის ყველაზე მაღალი შენობა, ბურჯ ხალიფა, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ამ ქვეყანაში ვიზიტის წინ თურქეთის დროშის ფერებში გაანათეს თურქულ ენაზე წარწერით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“. აღნიშნულის შესახებ ვიდეო თურქეთის ელჩმა აბუ დაბიში, თუგაი თუნჩერმა სოციალურ ქსელში გააზიარა.

ცნობისათვის, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს, არაბთა გაერთიანებული საემიროების პრინც, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის მიწვევით ამ ქვეყანას ეწვევა. ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში თურქეთ-არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობები დეტალურად იქნება განხილული. პრეზიდენტი ერდოღანი, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის ფარგლებში ასევე „EXPO 2020 Dubai“-საც ეწვევა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთის დროშა , #ბურჯ ხალიფა

მსგავსი ინფორმაციები