PKK-ს ტერორისტები მეჩეთებზე თავდასხმას ევროპაშიც აგრძელებენ

PKK-ს ტერორისტები მეჩეთებზე თავდასხმას ევროპაშიც აგრძელებენ

1773646
PKK-ს ტერორისტები მეჩეთებზე თავდასხმას ევროპაშიც აგრძელებენ

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს მხარდამჭერები თურქულ-ისლამური კულტურისა და სოციალური დახმარების კავშირის (ATİB) ცენტრალური მეჩეთის შემდეგ, მე-16 ოლქის კიდევ ერთ მეჩეთს დაესხნენ თავს. თურქეთის ელჩმა ვენაში, ოზან ჯეიჰუნმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ისლამური სამყარო სამთვეულის დასაწყისად მიჩნეულ „რეღაიბის ღამეს“ აღნიშნავდა, ორ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ განცხადებების გაკეთების გამო დამწუხრებულია.

„სამლოცველოებზე თავდამსხმელი „ლაჩრების“ ვიდეომასალები გადავეცით შესაბამის უწყებებს. ჩვენი მოლოდინი, მათი დაუყონებლივ დაკავება და შესაბამისად დასჯაა. ჩვენი მოქალაქეები ნუ ინერვიულებენ, ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. რაც საჭიროა ყველაფერი გაკეთდება,“ განაცხადა ოზან ჯეიჰუნმა.

მეორეს მხრივ, ავსტრიის ინტეგრაციის მინისტრმა სიუზან რააბმა საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თავდასხმა მკაცრად უნდა დაიგმოს რა, ღვთისმსახურების თავისუფლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.



მსგავსი ინფორმაციები