იცით თუ არა, რომ 20-2022

თელქარი ანუ ფილიგრანი

1767546
იცით თუ არა, რომ 20-2022

იცით თუ არა, რომ 20-2022

თელქარი ანუ ფილიგრანი

იცით თუ არა, რომ ვერცხლის მავთულისგან დამზადებული საოქრომჭედლო ნაკეთობა ფილიგრანს ნუ თელქარს 3000 წლიანი ისტორია აქვს?

„ფილიგრანი“, რაც ვერცხლის მავთულისგან დამზადებულ ნაკეთობას ნიშნავს, განისაზღვრება, როგორც თხელ მავთულად ჩამოსხმული ვერცხლის დახვევის შედეგად შექმნილი პატარა მოტივების ერთობლიობა და ძირითადად გამოიყენება სამკაულებსა და აქსესუარებში.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული აღმოჩენების მიხედვით ვიგებთ, რომ ფილიგრანული ტექნიკა ძველი წელთაღრიცხვით 3000 წლიდან მესოპოტამიაში, 2500 წლიდან კი ანატოლიაში გამოიყენებოდა. ცნობილია, რომ „თელქარის“ მთავარი ცენტრი XII საუკუნეში მოსული იყო და ეს ხელოვნება მოსულიდან სირიაში გავრცელდა, იქედან კი ანატოლიაში. ასევე ვიგებთ, რომ ფილიგრანების დამზადება თურქებში XV საუკუნიდან გავრცელებულია, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში.

დღეს ფილიგრანული ხელოვნების ულამაზესი ნიმუშების ნახვა შესაძლებელია მარდინის რაიონ მიდიატში. გარდა ამისა, ეს ხელოვნება ასევე ცოცხლობს ანკარის ბეიფაზარის რაიონსა და ტრაპიზონში, თუმცა თელქარის ხელოვნება, რომელიც საუკუნეებს ითვლის, დავიწყების საფრთხის წინაშეა, რადგან ბევრი ახალი ოსტატი მისი დამზადებისთვის აღარ არის მომზადებული.



მსგავსი ინფორმაციები