ორი ფილმი, რომელთა ერთობლივი პროდიუსერიც TRT არის, "ბერლინის 72-ე კინოფესტივალზე" იქნება წარდგენილი

ორი ფილმი, რომელთა ერთობლივი პროდიუსერიც TRT არის, "ბერლინის 72-ე კინოფესტივალზე" იქნება წარდგენილი

1765855
ორი ფილმი, რომელთა ერთობლივი პროდიუსერიც TRT არის, "ბერლინის 72-ე კინოფესტივალზე" იქნება წარდგენილი

ორი ფილმი, რომელთა ერთობლივი პროდიუსერიც თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა (TRT) გახლავთ, "ბერლინის 72-ე კინოფესტივალზე" იქნება წარდგენილი.

TRT-ს განცხადებით, TRT-ის მხარდაჭერით გადაღებული " Gökyüzünden Bir Parça" (ცის ნაჭერი) იასპარეზებს ფესტივალის მთავარ კონკურსში, რომელიც მიმდინარე წლის 10-16 თებერვალს გაიმართება.

შვეიცარიულ-გერმანული ერთობლივი პროდუქცია, რომლის რეჟისორია მაიკლ კოხი და პროდიუსერი კრისტოფ ნერახერი, ფესტივალის მთავარ საკონკურსო განყოფილებაში შერჩეულ 18 ფილმს შორის მოხვდა, სადაც ყოველწლიურად ასობით ფილმი აკეთებს განაცხადს მთელი მსოფლიოდან.

ფილმმა ასევე გასულ წელს კარლოვი ვარის კინოფესტივალის ინდუსტრიული განყოფილება Eastern Promises-ზე First Cut-ის კატეგორიაში „ტრტ-ს ჯილდო“ მოიპოვა.

ბერლინის კინოფესტივალის მნიშვნელოვანი განყოფილებებიდან „პანორამა“-ში, რომელიც მსოფლიო კინემატოგრაფის ახალ, გაბედულ და კრეატიულ ფილმებს მოიცავს, „Klondike“ იასპარეზებს.

ფილმი, რომლის მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგება, ამის შემდეგ ბერლინის კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები.

უკრაინა-თურქეთის ერთობლივი წარმოების ფილმმა, რომლის რეჟისორიც მარინა ერ გორბახი და თანაპროდიუსერი მეჰმედ ბაჰადირ ერია, 2020 წელს 12 Punto-ში TRT-ს საერთაშორისო ერთობლივი წარმოების ჯილდო მოიპოვა.

ფილმი "Klondike", რომელიც იწყება უკრაინა-რუსეთის საზღვარზე სეპარატისტული ჯგუფების მიერ სოფლის ალყის მიუხედავად, ფეხმძიმე ქალი ირას მისი სახლის არ დატოვებით, ირასა და მისი ოჯახის 2014 წლის 17 ივლისს საერთაშორისო ავიაკატასტროფის ცენტრში აღმოჩენას ეხება.


საკვანძო სიტყვები: #TRT , #ტრტ , #ბერლინის კინოფესტივალი

მსგავსი ინფორმაციები