ნობელის პრემიის კომიტეტმა გაფრთხილება მისცა თავის ეთიოპელ ლაურეატს

“აბი აჰმედმა უნდა შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა“

1762771
ნობელის პრემიის კომიტეტმა გაფრთხილება მისცა თავის ეთიოპელ ლაურეატს

ნორვეგიის ნობელის პრემიის კომიტეტმა, 2019 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურაეტს, ეთიოპიის პრემიერ-მინისტრ აბი აჰმედს "გაფრთხილების" შემცველი მესიჯი გაუგზავნა. ოსლოში მოქმედი კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეთიოპიის პრემიერ-მინისტრ აჰმედისადმი გაფრთხილება უკავშირდება ტიგრაის რეგიონში მიმდინარე ომსა და ადამიანის უფლებების დარღვევას. "როგორც ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი და პრემიერ მინისტრი აბი აჰმედს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს კონფლიქტის დასრულებასა და მშვიდობის დამყარებაში," აღნიშნულია ამ მესიჯში. აბი აჰმედმა მშვიდობის ჯილდო მიიღო 2019 წელს გაწეული ძალისხმევისთვის, რითაც ქვეყანაში ეთნიკური კონფლიქტი შეაჩერა და ჰუმანიტარული კრიზისი კი დიდ დონეზე აღმოფხვრა. მაგრამ, ეთიოპიაში სამოქალაქო ომი 1 წელიწადზე მეტია რაც ახლიდან დაიწყო და მშვიდობის ხელახლა დამყარების მიზნით გასული წლის 29 დეკემბერს,   11 კაციანი ეროვნული დიალოგის კომისია შეიქმნა. ეთიოპიამ, რომელმაც ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის (TPLF) მეამბოხეები გაყარა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ამჰარასა და აფარის პროვინციებიდან, გამოაცხადა, რომ არ გეგმავს ხელახალი ოპერაციის დაწყებას ტიგრაის პროვინციაში. 2020 წლის ნოემბრის შემდეგ სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის დაწყებული შეტაკებების შედეგად იძულებით ადგილნაცვალი გახდა ასობით ათასი ადამიანი, ხოლო მილიონობით ადამიანი კი სასწრაფო ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.


საკვანძო სიტყვები: #ეთიოპია , #ნობელის პრემია

მსგავსი ინფორმაციები