პრეზიდენტი „ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რომელიც იცავს ჩვენს ღირებულებებს“

პრეზიდენტი „ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რომელიც იცავს ჩვენს ღირებულებებს“

1759057
პრეზიდენტი „ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რომელიც იცავს ჩვენს ღირებულებებს“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ყველა ძალისხმევას, რომელიც იცავს თურქეთის ტრადიციულ კულტურულ ფასეულობებს.

პრეზიდენტმა ამსი შესახებ, სტამბოლში სულემანიეში Daruzziyafe-ში გამართულ იედითეფეს მეორე ბიენალზე  სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ყოველგვარ ძალისხმევას, რომელიც იცავს ჩვენს ტრადიციულ კულტურულ ფასეულობებს, რომელიც მიზნად ისახავს, მის მომავალში გადატანას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მსგავსი აქტივობების გაზრდა მანამ, სანამ არ მივაწვდით ჩვენს კულტურულ და მხატვრულ დაგროვებას ჩვენი ერის ყველა წევრს, განსაკუთრებით ახალ თაობებს. ჩვენ გულწრფელად შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს ჩვენი ცივილიზაციის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურისა და ხელოვნების დასაცავად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საშუალებები იმ ფარული თავდასხმის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს ყველა სახის გარყვნილების, უზნეობისა და მარგინალობის ნორმალიზებას ხელოვნების სახელით,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.  


საკვანძო სიტყვები: #ბიენალი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები