თურქეთი, ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმებთან ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს

თურქეთი, ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმებთან ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს

1753538
თურქეთი, ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმებთან ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ თურქეთი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მუსლიმ თემთან მჭიდრო ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. იბრაჰიმ ქალინმა ამის შესახებ, ამერიკელი მუსლიმანური სათვისტომოების გაერთიანების MAS-ICNA კონგრესის გალა ვახშამზე დამსწრე საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. იბრაჰიმ ქალინმა სიტყვით გამოსვლის დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანებს სჭირდებათ განახლება, განმანათლებლობა და სულიერება იმის წინააღმდეგ, რაც ხდება როგორც ისლამურ სამყაროში, ისე ზოგადად მსოფლიოში რა, ეს ყველაფერი MAS-ICNA კონგრესზე ნათლად გამოჩნდა.

„რწმენა არის სულიერების, სამართლიანობის და სიკეთის ერთგულება. თუ თქვენ არ გაქვთ ეს განსაზღვრა, რწმენა მხოლოდ დაპირებაა, ჩვენებაა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დადებითი ენერგია დავინახე. მე ვიცი, რომ არის სერიოზული გამოწვევები და საკითხები, რომელთა მოგვარებაც გვჭირდება. ამისათვის კი ერთობლივად მუშაობაა საჭირო. ამ თვალსაზრისით თურქეთი, აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ თემებთან ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს,“ განაცხადა, იბრაჰიმ ქალინმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მუსლიმანური სათვისტომოების გაერთიანების MAS-ICNA კონგრესი, რომელიც გასულ წელს, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ონლაინ გაიმართა, მიმდინარე წელს ჩიკაგოში პირდაპირი წესით მიმდინარეობს.



მსგავსი ინფორმაციები