ამერიკელ მუსლიმთა ყოველწლიური კონგრესი ჩიკაგოში დაიწყო

მისი ეგიდით მრავალი ღონისძიება და სოციალური აქტივობა ჩატარდება

1753023
ამერიკელ მუსლიმთა ყოველწლიური კონგრესი ჩიკაგოში დაიწყო

ამერიკელი მუსლიმანური სათვისტომოების გამაერთიანების MAS-ICNA კონგრესი, აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოს საგამოფენო ცენტრში დაიწყო. ეს  კონგრესი, რომელიც აერთიანებს  ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკელ მუსლიმთა ორგანიზაციებს, წელს მეოცედ იმართება. MAS-ICNA კონგრესი, რომელიც გასულ წელს კოვიდ-19 ეპიდემიის გამო ვირტუალურ გარემოში გაიმართა, წელს დელეგატების პირისპირი მონაწილეობით იმართება და მისი მთავარი თემაა, “სირთულეს და გაჭირვებას წყალობა მოჰყვება.“ ამ საგამოფენო ცენტრში სპეციალურ სტენდს გახსნის თურქული დელეგაცია, ხოლო მისი ხელმძრვანელი, თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი, მასზე სიტყვითაც გამოვა. კონგრესი, რომელიც მრავალ ღონისძიებასა და სოციალურ აქტივობას მოიცავს, სამშაბათს დასრულდება.


საკვანძო სიტყვები: #კონგრესი , #MAS-ICNA

მსგავსი ინფორმაციები