რაინლანდ-პფალციში  ჰიჯრას მეჩეთი გაიხსნა

რაინლანდ-პფალციში  ჰიჯრას მეჩეთი გაიხსნა

1740949
რაინლანდ-პფალციში  ჰიჯრას მეჩეთი გაიხსნა

გერმანიის, რაინლანდ-პფალცის მხარეში ქალაქ, ჰაჩენბურგში რელიგიური საქმეთა სამმართველოს თურქულ-ისლამური ორგანიზაციის მიერ აშენებული მეჩეთი ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა. მეჩეთის გახსნის ცერემონია წმ. ყურანის კითხვით დაიწყო. გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა რელიგიური საქმეთა სამმართველოს თურქულ-ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის პრეზიდენტმა ქაზიმ თურქმენმა განაცხადა, რომ მეჩეთს საზოგადოებრივ სამსახურში დიდი წვლილი მიუძღვის.

„აქაურ მრევლს მეჩეთი სჭირდებოდა შესაკრებად. ადგილობრივმა ადმინისტრაციამ და ქალაქის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს მეჩეთის მშენებლობა. ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა შენარჩუნდება ყველა დონეზე. რელიგიურ საქმეთა სამმართველოს თურქულ-ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, გერმანიის უმსხვილესი მუსლიმური ორგანიზაციაა, რომელსაც ყოველთვის სურს უზრუნველყოს კეთილდღეობა გერმანიაში მცხოვრები მუსლიმებისთვის და მთელი კაცობრიობისთვის. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს ყველა ზემოთხსენებულ ღირებულებებზე,“ განაცხადა ქაზიმ თურქმენმა.

მეჩეთში, რომლის მშენებლობაც 2017 წელს დაიწყო და 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებული, 600 კვადრატული მეტრი სარგებლობის ფართობით 150 ადამიანს ერთდროულად შეუძლია ლოცვა.



მსგავსი ინფორმაციები