პრეზიდენტმა ერდოღანმა ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

1738999
პრეზიდენტმა ერდოღანმა ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, 25 ნოემბერი - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ქალთა მიმართ ძალადობა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაა, სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს პრობლემაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა ასევე არის ბრძოლა უფლებების, კანონისა და პატივის დასაცავად, ჩვენი დედების, მეუღლეების და ქალიშვილებისათვის. ამ პრობლემის აღმოფხვრა ყველა სეგმენტის რწმენაა, რომელიც შესაძლებელია ერთობლივი ძალისხმევით და შეთანხმებით. ჩვენ ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით ყოველთვის ვიყავით მკაცრები და ასე ვიქნებით მომავალშიც.“



მსგავსი ინფორმაციები