აშშ-ში ყოველწლიურად 30-40 ათასი პატიმარი ისლამს ირჩევს

აშშ-ში ყოველწლიურად 30-40 ათასი პატიმარი ისლამს ირჩევს

1736170
აშშ-ში ყოველწლიურად 30-40 ათასი პატიმარი ისლამს ირჩევს

ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ციხეებში მყოფი მსჯავრდებულების 80 პროცენტი რელიგიის შეცვლისას უპირატესობას,  ისლამს ანიჭებს. ამავე ინფორმაციით, აშშ-ში ყოველწლიურად 30-40 ათასი პატიმარი ისლამს ირჩევს. ისლამის ამრჩევ პატიმართა უმრავლესობა, წარმოშობით აფრიკელია. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პატიმრების მხრიდან ისლამის არჩევის მიზეზი, მუსლიმების როგორც საკუთარი ოჯახისადმი, ასევე შემოგარენის მიმართ დამოკიდებულებაა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ციხეებში მრავალი ცნობილი ადამიანი იხდიდა სასჯელს, რომლებმაც ისლამი აირჩიეს. მათ შორის გახლდათ, მალკოლმ იქსი, მაიკ ტაისონი, ბერნარდ ჰოპკინსი და სხვები.



მსგავსი ინფორმაციები